“ჰამასის” მიერ გატაცებული გერმანელი სტუდენტი შანი ლუკი გარდაიცვალა – გოგონას დედა
“ჰამასის” მიერ გატაცებული გერმანელი სტუდენტი, შანი ლუკი გარდაიცვალა.
ამის შესახებ შანი ლუკის დედამ გერმანულ მედიას განუცხადა.
როგორც მან ტელეარხებს RTL და NTV-ს უთხრა, 29 ოქტომბერს ისრაელის სამხედროებისგან შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
BBC წერს, რომ ამ დრომდე შანი ლუკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ისრაელის და გერმანიის მოქალაქე, 22 წლის შანი ლუკი 7 ოქტომბერს მუსიკალური ფესტივალიდან არის გატაცებული.
ინტერნეტში მაშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც გოგონა უგონო მდგომარეობაში პიკაპის უკანა მხარეს იწვა, საცვლებამდე გაშიშვლებული. მის გარშემო კი შეიარაღებული მამაკაცები იყვნენ, რომლებიც ყვიროდნენ – „ალაჰ აკბარ“.
მანამდე, მედია ღაზაში წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ შანი ლუკი ღაზაში საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.