ზელენსკი: ისტორიაში სამუდამოდ უნდა დავაფიქსიროთ – რუსეთის იმპერია უკრაინის მიწაზე აღარასდროს მოვა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს და ომის უკრაინის გამარჯვებით დასრულებას ხედავს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ: მტერი მარტივი არ არის და არ გამარტივდება, მაგრამ უკრაინა უნდა გახდეს და გახდება – უფრო ძლიერი. ზუსტად ისე, რომ ისტორიაში სამუდამოდ დავაფიქსიროთ: რუსეთის იმპერია აღარასდროს მოვა უკრაინის მიწაზე“, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები თანდათან იზრდება.
“უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ჩვენ ვზრდით ჩვენს შესაძლებლობებს და უფრო მკაფიოდ ვხედავთ ომის დასრულებას უკრაინის გამარჯვებით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.