უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინის დამცველებმა რუსული არმიის პოლკოვნიკი და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მაიორი მოკლეს
უკრაინული მხარის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს მათ რუსული არმიის პოლკოვნიკი – დენის ლისოვი და ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის მაიორი – ევგენი გრებენკინი მოკლეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში მათ მტრის 80-ზე მეტი თავდასხმა მოიგერიეს.
მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში მტრის დანაკარგებმა 800 ჯარისკაცს გადააჭარბა.
ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 297 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული. ამასთან, რუსეთმა ომში 5 100-ზე მეტი ტანკი, 9 700 საბრძოლო მანქანა, 320 ვერტმფრენი და სხვა შეიარაღება დაკარგა.