კობახიძე – ზურაბიშვილზე: განიხილება არჩევნებში ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში მისი კანდიდატად მონაწილეობა

“ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. როგორ წარიმართება ეს პროცესები, ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია. მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია არჩევნებში მის ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში კანდიდატად მონაწილეობაზე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება, მით უკეთესია „ქართული ოცნებისთვის.

„ის ცდილობდა, რაღაცნაირად საკუთარ თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირში მწიფდება. თუმცა, იმპიჩმენტის პროცესმა მას ეს გეგმა ჩაუშალა. ახლა რაღაცნაირად კიდევ ცდილობს, რომ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ჩვენ ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. როგორ წარიმართება ეს პროცესები, ჯერ კიდევ ბოლომდე უცნობია. მაგრამ განიხილება სერიოზულად მისი საარჩევნო პროცესში ჩართულობის საკითხიც კი. საუბარია არჩევნებში მის ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში კანდიდატად მონაწილეობაზე. რეალურად, ეს დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე. რაც მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები