85 წლის შლომო რონი, რომელმაც ოჯახის გადასარჩენად თავი გასწირა

85 წლის შლომო რონი „ჰამასის“ ტერორისტებმა ნაჰალის კიბუცში 7 ოქტომბერს მოკლეს.

სანამ მისი მეუღლე, ორი ქალიშვილი და შვილიშვილი უსაფრთხო ოთახში იმალებოდნენ, რონი სახლში, თავის სავარძელში იჯდა. ტერორისტებმა ის ადგილზე მოკლეს და სახლის სხვა ოთახებში აღარ შესულან. ასე გადაარჩინა მოხუცმა ოჯახის წევრები.

მან იცოდა, რომ როცა „ჰამასის“ ტერორისტები მარტოს  დაინახავდნენ, მაშინვე მოკლავდნენ და გზას გააგრძელებდნენ.

რონი ნეჰალის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. ის დურგლად მუშაობდა, აქტიურად იყო ჩართული კიბუცის ცხოვრებაში – როგორც მსახიობი და მომღერალი. რონი კინერეტის სასაფლაოზე დაკრძალეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სახიფათო ადგილზე ცხოვრობდნენ, ისინი არასდროს იყენებდნენ იარაღს. ისინი იცავდნენ კიბუცს და საზღვარს, ვინაიდან კიბუცის საზღვარი თავად სახელმწიფო საზღვარსაც წარმოადგენდა. იმ წლებშიც კი, როდესაც შვილები პატარები ჰყავდათ, როდესაც ღაზას სექტორთან ურთიერთობები დაიძაბა, მათ საცხოვრებელი მაშინაც კი არ დაუტოვებიათ“, – ჰყვება ოჯახის ახლობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები