ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო გუტერეშთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

„მე არ შევხვდები გაეროს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. „ჰამასი“ უნდა წაიშალოს დედამიწის პირიდან“, – წერს კოენი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო და ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები