„რომელ სამყაროში ცხოვრობთ?“ – ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს

German Foreign Minister Annalena Baerbock meets with her Israeli Colleague Eli Cohen at the Foreign office on February 28, 2023 in Berlin, Germany. (Photo by Christian Marquardt/NurPhoto via Getty Images)

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა დაგმო გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ღაზაში ისრაელის სამხედრო კამპანიის კრიტიკის გამო.

„ბატონო მდივანო, რომელ სამყაროში ცხოვრობთ? რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი სამყარო“, – განუცხადა კოენმა გუტერეშს.

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო და ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები