“ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია” – შალვა პაპუაშვილი ლავროვის განცხადებაზე

“პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ფორმატში (3+3), სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები