ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი. ოფიციალური ვიზიტის თანახმად პირველი შეხვედრა ავსტრიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან გამართა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის დელეგაციის წევრები საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან, ასევე ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართება. სებასტიან კურცი საქართველოში ავსტრიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებს მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები