მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ჩიქოვანი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტოს უმრავლესობა დაძლევს.
“ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა ეს პრეზიდენტი იქნება, მაღალი თანამდებობის პირი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, უნდა ხვდებოდეს, რომ ეს არ არის არანაირად რაიმე ფორმით ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ეს არის ობიექტური რეალობა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი.
ამას უნდა დავამატოთ ის ფონი და გარემოებები, რომელიც არის წარმოშობილიყო იმის შემდგომ, რაც კონკრეტული განცხადებები ვიხილეთ სუს-ის მხრიდან, ასევე კონკრეტული ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ გარკვეული დესტაბილიზაცია შემოიტანონ. არ იქნება გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული, მაგრამ, ამავდროულად იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ვეტოს უმრავლესობა დაძლევს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.