ერთი მსახიობის საპროტესტო აქცია – რა ხდება ბათუმის დრამატულ თეატრში

აჭარის განათლების სამინისტროსთან ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა მეგი კობალაძემ აქცია გამართა. მსახიობი პრემიების გაუქმებას აპროტესტებს. მისი თქმით, მსახიობებს თათბირზე განუცხადეს, რომ სექტემბრიდან ხელფასზე 20 -პროცენტიან დანამატს ვეღარ მიიღებენ. მისივე განმარტებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მათ უთხრა, რომ მსახიობები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აიღებენ პრემიებს. აქციის მონაწილეს აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდა. ლადო მგალობლიშვილმა თეატრის ადმინისტრაციასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განმარტა, რომ ინფორმაცია, რომელსაც მსახიობი ფლობს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე განმარტებით, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები დღეს არსებული დადგენილების საფუძველზე კვარტალში ერთხელ აიღებენ პრემიას – ხელფასის 60 % პროცენტს. ამ დრომდე პრემიის სახით თვეში, ხელფასის 20 % ერიცხებოდათ. წყარო: TV4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები