„მე არავის ვუსურვებ, რომ ეს გამოიაროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ორ გოგონას ეხება“
ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგალითად, ნირ დარვიში, რომელიც ბრიტანეთში ცხოვრობს. მისი ნათესავები, ხუთწევრიანი ოჯახი „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.
ნირ დარვიშის ხელში აღმოჩნდა ვიდეო, რომელიც ნირის დეიდაშვილ ნოამ ილიაკიმს, მის მეუღლე დიკლას; მათ 17 წლის ვაჟს, თომერს და ორ ქალიშვილს, 15 წლის დაფნასა და 8 წლის ელლას მათივე სახლის დივანზე გადაუღეს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში ისრაელის ხელისუფლებამ ოჯახის წევრებს აცნობა, რომ დიკლა და თომერი დახოცილები არიან. მათი ცხედრები კიბუცის მიღმა ტერიტორიაზე იპოვეს.
ნირ დარვიში ამბობს, რომ რამდენიმე ფოტოზე გამოსახულნი არიან ტყვეობაში მყოფი ელლა და დაფნა. ნირი მიიჩნევს, რომ ახლა გოგონები ღაზას სექტორში იმყოფებიან და მათ რაღაც გვირაბში ამყოფებენ.
„ისინი სხედან რაღაც ლეიბზე, დღის შუქი არ არის, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღაზაში ხდება“, – ამბობს ნირი გავრცელებული კადრების დანახვის შემდეგ.
მე არავის ვუსურვებ, რომ ეს გამოიაროს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ორ გოგონას ეხება, როდესაც იცი, თუ რა ელოდებათ მათ. როგორც ჩანს, ისინი მათთვის წყლის და საკვების მიცემას არ აპირებენ“, – ამბობს ის.