IDF: ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოს „ისლამური ჯიჰადის“ მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოს „ისლამური ჯიჰადის“ მიერ ნასროლი რაკეტა მოხვდა.
ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელ X-ში IDF-ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„IDF-ის ოპერატიული სისტემების ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ტერორისტებმა ღაზიდან რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რომლებმაც ღაზაში „ალ-აჰლის“ ჰოსპიტალთან ახლოს იმ მომენტში გაიარეს, როდესაც მას რაკეტა მოხვდა. ჩვენს ხელთ არსებული მრავალი წყაროდან მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ღაზაში მდებარე ჰოსპიტალში ჩავარდნილ რაკეტაზე „ისლამური ჯიჰადია“ პასუხისმგებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ღაზაში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად 500-მდე ადამიანი დაიღუპა.