ბელგია უკრაინას F-16 გამანადგურებლებს 2025 წლიდან გადასცემს

ბელგიის თავდაცვის მინისტრმა, ლუდივინ დენდონდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა 2025 წლიდან დაიწყებს უკრაინაში F-16 გამანადგურებლების გაგზავნას.

ამის შესახებ Reuters-ი ბელგიურ რადიო BelRTL-თან ოფიციალური პირის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს.

დენდონდერმა არ დააკონკრეტა, რამდენი თვითმფრინავის გაგზავნა იგეგმება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბელგიაში იმყოფება, სადაც ნატოს შტაბ-ბინას სტუმრობს.

9 ოქტომბერს ნატოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ალიანსის რამდენიმე ქვეყანა უკრაინას F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის.

ნიდერლანდები F-16-ების პირველ პარტიას უკვე 2024 წლის განმავლობაში მიაწვდის.

დასავლეთის ქვეყნები უკრაინას 50-მდე გამანადგურებლის გადაცემას დაჰპირდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები