ზელენსკის მამას უკრაინის მინისტრთა კაბინეტისგან მუდმივი სტიპენდია დაენიშნა
მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მქონე, უკრაინის პრეზიდენტის მამას, ოლექსანდრ ზელენსკის ქვეყნის მინისტრთა კაბინეტისგან მუდმივი სტიპენდია დაენიშნა.
შესაბამისი ბრძანება უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, – წერს UNIAN-ი.
აღნიშნულია, რომ მუდმივი სტიპენდიები ეძლევათ სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაკებს „უმაღლესი განათლების სფეროში გამოჩენილი მიღწევებისთვის“.
ოლექსანდრ ზელენსკის გარდა, მინისტრთა კაბინეტის ბრძანებაში კიდევ ასამდე პედაგოგია ჩამოთვლილი.
ამჟამად, ოლექსანდრ ზელენსკი ხელმძღვანელობს კომპიუტერული მეცნიერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრას ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას აქვს 140 სამეცნიერო პუბლიკაცია, 4 მონოგრაფიის თანაავტორია და მუდმივად
მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში.