“ევროკავშირის პოლიტიკა უნდა იყოს ღია და ნათელი, მაგრამ ყველა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები” – ფინეთის პრემიერმინისტრი

ვიმსჯელებთ საფუძვლიანად გაფართოებაზე. ვფიქრობ, ეს გეოპოლიტიკური საჭიროებაა ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერმინისტრმა, პეტერი ორპომ გრანადაში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ნოემბერში კომისია დადებს ანგარიშს 10 ქვეყანაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოადგენს ბაზისს იმისთვის, თუ როგორ გავაგრძელებთ ურთიერთობას ქვეყნებთან. ევროკავშირის პოლიტიკა უნდა იყოს ღია და ნათელი, მაგრამ ყველა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს კრიტერიუმები“, – განაცხადა ორპომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები