შალვა პაპუაშვილი: დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ იყოს გამაერთიანებელი, არის ადამიანი, რომელიც ყოფს და თან ამით ამაყობს

ვხედავთ, რომ შექმნეს ახალი თემა, რომლითაც ახდენენ მთლიანი პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას – გამოდის, რომ არის პრეზიდენტი, რომელიც არავის არაფერს ეკითხება, დადის, როგორც უნდა. ხვდება, ვისაც უნდა და შემდეგ ვხედავთ შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ იყოს გამაერთიანებელი, არის ადამიანი, რომელიც ყოფს და თან ამით ამაყობს. მას რატომღაც ჰგონია, რომ უმრავლესობიდან გამიჯვნა სასახელო საქმეა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები