„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელმძღვანელობის უკმაყოფილონი არიან“

ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “ქრონიკის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას ეკუთვნის. მამუკა არეშიძემ დანამდვილებით არ იცის წერილი, ნამდვილად გიგი უგულავას ხელით არის დაწერილი თუ არა,მაგრამ ექსპერტი მიიჩნევს, რომ წერილში სტრატეგია “ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად ჰქონდეს შემუშავებული.
„ის სკანდალური წერილი, რომელიც „ქრონიკამ“ გამოაქვეყნა, არ ვიცი, ნამდვილად გიგი უგულავას ხელით არის დაწერილი თუ არა, მაგრამ ლოგიკა და პათოსი გვკარნახობს, რომ პრინციპში შეიძლება ასეთი რამ ნამდვილად იყოს. სხვათა შორის, როცა ეს წერილი წავიკითხე, იგრძნობა, რომ საქმიანად უდგებიან ეს ადამიანები თავის მოვალეობას. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის ფინანსური რესურსიც, რომ აიღონ რევანში. მათში ერთადერთი დეფიციტი რაც არის, ეს არის ელექტროლური რესურსი, ზუსტად ამ ელექტორატის მომზადებაზეა ორიენტირებული ამ წერილის შინაარსი, ეს წერილი და გეგმა, რომელიც, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს. როგორც ამ წერილიდან ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ სვლები არ იქნება ორიენტირებული „ნაციონალური მოძრაობის“ რეანიმაციაზე, არამედ მათი სვლები ორიენტირებული იქნებოდა დღევანდელი ხელისუფლების დისკრედიტაციაზე. ეს პროცესი კი კარგა ხანია მიმდინარეობს. აი, ამ ხელისუფლების დისკრედიტაციის პროცესში კი უკვე გამოჩნდება ახალი ძალები, უფრო სწორად პოლიტიკური ჯგუფები, ეს იქნება არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა ტიპის სოციალური გაერთანებები, რომლის უკანაც იდგება „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფულით. ეს ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქნება შეტევის ფრონტი, მათ უკან კი იდგება “ნაიონალური მოძრაობა”. მაქვს კულუარული ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკმაყოფილონი არიან მათი ხელმძღვანელობის პასიურობით. გარდა ამისა, თვითონ ვერ გადაწყვიტეს, როგორი სტრატეგია აირჩიონ. ამ თვალსაზრისით „ქრონიკაში“ გამოყენებული წერილი ძალიან საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რეალურად არის თუ არა ეს გიგის დაწერილი“, – აცხადებს არეშიძე „ალიასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები