“შოუ, რომელიც გამარჯვებასთან გვაახლოებს” – უკრაინის კულტურის სამინისტრო კულინარიული შოუს გაკეთებისთვის ბიუჯეტიდან 260 ათას გრივნას ხარჯავს

უკრაინული სააგენტოს – Українські Новини-ს დირექტორი, ჟურნალისტი დენის ივანესკო სოციალურ ქსელში უკრაინის კულტურის სამინისტროს აკრიტიკებს იმის გამო, რომ უწყება ინგლისურენოვანი კულინარიული შოუს დაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან, ყოველი გადაცემისთვის 260 ათას უკრაინულ გრივნას ხარჯავს.

“კულტურის სამინისტრო ინგლისურენოვანი კულინარიული სატელევიზიო შოუს გაკეთებისთვის, ყოველ გადაცემაში 260 ათას გრივნას ხარჯავს. ეთერიც არ არის – მხოლოდ YouTube გადაცემაა. მაგალითად, ეს ეპიზოდი, 170-მა მაყურებელმა ნახა. ეს არის 1,5 ათასი გრივნა ბიუჯეტიდან თითოეული ნახვისთვის. იმედია უცხოელებმა აითვისეს შემოდგომის მენიუ ან სცადეს მაინც “ტოლმის” გაკეთება. მაგრამ რატომ იხდის ამას ბიუჯეტი?”, – წერს ივანესკო და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.

დენის ივანესკოს ფეისბუქპოსტი უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა მოადგილემ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ გააზიარა წარწერით: “შოუ, რომელიც გამარჯვებასთან გვაახლოებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები