სერბეთმა კოსოვოს საზღვრიდან ჯარების ნაწილი გაიყვანა
სერბეთის არმიის მეთაურმა, გენერალმა მილან მოისლოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთმა გაიყვანა ჯარები, რომლებიც განლაგებული იყო კოსოვოს საზღვართან, მას შემდეგ, რაც გაიზარდა მათი რაოდენობა ჩრდილოეთ კოსოვოში შეტაკების შემდეგ.
„სერბეთმა განათავსა 8 350 ჯარისკაცი კოსოვოს საზღვრის მახლობლად და ამ დროისთვის ჯარისკაცების რაოდენობა 4 500-მდე შეამცირა“, – აღნიშნა მოისლოვიჩმა.
მოისლოვიჩის თქმით, სერბეთს თავისი 22 500-კაციანი არმიის მზადყოფნის დონე ფორმალურად არ გაუზრდია.
შეგახსენებთ, 30 სექტემბერს კოსოვომ მოუწოდა სერბეთს, რომ საზღვრის გასწვრივ ჯარისკაცების რაოდენობა შეემცირებინა.