ხატია წილოსანი თბილისის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ხატია წილოსანი თბილისის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხს. ახალგაზრდებმა ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის დროულად შესრულებაზე და დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა რეალური მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ექნება.

სტუდენტებთან შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჯანდაცვის, განათლების და სოციალური მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკაზე. მათ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და აღნიშნეს ის საკითხები, რაც ამ მიმართულებით არის გასაკეთებელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები