“ვაგნერელთა” ნაწილი ომში დაბრუნდა” – უკრაინის შეიარაღებული ძალები

“ვაგნერის ჯგუფის” დაქირავებულთა ნაწილი, რომელიც მანამდე ბელარუსში იმყოფებოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმების შემდეგ, უკრაინაში ფრონტის ხაზზე დაბრუნდნენ.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის სარდლობის წარმომადგენელმა, ილია ევლაშმა თქვა.

მისი თქმით, ახლა “ვაგნერის” ქვედანაყოფებს შლიან და ზოგიერთი მათგანი კონტრაქტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს უკრაინაში ომში დასაბრუნებლად სხვადასხვა პოზიციაზე, ძირითად, ინსტრუქტორების რანგში, ნაწილი კი რეგულარულ საბრძოლო ნაწილებში მიდის.

„ისინი არ წარმოადგენენ ისეთ საფრთხეს, როგორიც იყო, მაგალითად, ერთი წლის წინ, მათი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის გამო“, – დასძინა ევლაშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები