ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ვერა იუროვასთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, განსახილველ მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმოადგენდა. მინისტრმა ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს გააცნო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკუთხით მიღწეული წინსვლა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება დაფასებული და ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებაში აისახება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების ერთგულია.

შეხვედრის დასასრულ, მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები