ილია დარჩიაშვილმა ტრანსლატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა  გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ტრანსლატლანტიკურ სივრცეში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევების დაძლევის გზები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები