აჩი ფურცელაძემ ცხვირი დაიგრძელა -“ისეთი გარეგნობით მოსკოვში ვერ გავქაჩავდი“

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. მომღერალს ოპერაცია ქართველმა ექიმმა გაუკეთა. გადაწყვეტილების მიზეზზე ფურცელაძე “რეიტინგთან“ ინტერვიუში საუბრობს და ოპერაციის დეტალების შესახებ ჰყვება.
“პარადოქსია, რომ ყველა იმოკლებს და მე დავიგრძელე ცხვირი. ოპერაცია ქართველმა ექიმმა გამიკეთა და ვენაცვალე იმ ექიმს, ოთარ გოგიბერიძეს. სამი წელი ვეძებდი და ვერავინ ბედავდა დათანხმებას, გავიკეთე ოპერაცია, თუმცა ჯერ ბოლომდე არაა ყველაფერი მიყვანილი. იმას, რაც მქონდა, ბევრად სჯობს ასეთი ცხვირი. ისეთ აჩი ფურცელაძეს, რომელიც თბილისში იყო, მოსკოვში არ მიმიღებდნენ. ისეთი გარეგნობით მოსკოვში ვერ გავქაჩავდი“,-აცხადებს აჩი ფურცელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები