ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ამასთან, ევროკომისიის ცნობით, უკრაინა დათანხმდა, მარცვლეულის მოცულობის გაზრდის თავიდან ასაცილებლად 30 დღის ვადაში წარადგინოს სამართლებრივი ზომები, მათ შორის ექსპორტის ლიცენზირების სისტემა.
16 სექტემბრიდან უკრაინამ უნდა მიიღოს ქმედითი ზომები ოთხი ჯგუფის საქონლის ექსპორტის გასაკონტროლებლად, რათა თავიდან აიცილოს ბაზრის დამახინჯება მეზობელ ქვეყნებში. უკრაინა შესაბამის სამოქმედო გეგმას არაუგვიანეს 18 სექტემბრამდე წარადგენს.
ევროკომისია არ დააწესებს რაიმე შეზღუდვას მანამ, სანამ უკრაინის ქმედითი ზომები ძალაშია და სრულად ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეული სახეობის ექსპორტზე აკრძალვა 2 მაისს დააწესა.