მაია ასათიანი “ქალთა არხს” უხელმძღვანელებს – რა ცვლილებები იგეგმება ტელევიზიებში

ახალი სეზონიდან ტელეარხებზე ცვლილებები იგეგმება. გადაცემა „პროფილის“ წამყვანი მაია ასათიანი ახალ არხს უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “პრაიმტაიმი” ავრცელებს. “ქალთა არხი”, – ასე ერქმევა არხს, რომელიც ეთერში უახლოეს მომავალში გავა. გამოცემის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედზე“ 8-საათიან „ქრონიკას“ ლევან ჯავახიშვილის ნაცვლად თეა სიჭინავა წაიყვანს. თავად წამყვანი ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს და ამბობს, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ არსად არ მიდის. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციითვე, “მაესტროზე” ტოქ შოუს კოკა ყანდიაშვილი წაიყვანს. „მაესტროს“ შესახებ საუბარი მამუკა ღლონტმა არ ისურვა. მისი განცხადებით, ის რადიოს საკითხებშია ჩართული და ტელევიზიის ოფისში უკვე თვეებია, არც კი ყოფილა. „რადიო „მაესტროს“ რაც შეეხება, ეს არის ლიდერი რადიო. ჩვენ დავიწყეთ ძალიან საინტერესო ახალი რუბრიკების კეთება, ეს არის საინფორმაციო ამბები, რუბრიკები, სამედიცინო ამბები, სამოგზაურო ამბები. გარდა ამისა, გვქონდა ძალიან კარგი ხანგრძლივი რუბრიკა „საქართველოს ისტორია“ და ამ მიმართულებითაც ვაპირებთ გაგრძელებას. ახალი იქნება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიები, რომელიც პატარ-პატარა რუბრიკებად დაიყოფა. განსაკუთრებით სიახლე იქნება მანდილოსნებისთვის, იგივე სამზარეულოს თემებზე, ფარმაცევტიკაზე, თავის მოვლასთან დაკავშირებით“, – ამბობს „მაესტროს“ ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები