ხერსონის რეგიონიდან, რომელიც რუსული დაბომბვების ერთ-ერთი ეპიცენტრია, ბავშვების ევაკუაცია მოხდება – სამხედრო ადმინისტრაცია

უკრაინის მთავრობა ხერსონის რეგიონის ყველა დასახლებული პუნქტიდან, რომელიც რეგულარულად რუსი ოკუპანტების მიერ იბომბება, ბავშვების ევაკუაციას მოახდენს.

ამის შესხებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ხერსონის თავდაცვის საბჭოზე იქნა მიღებული.

მან ასევე თქვა, რომ შეიცვალა ე.წ. კომენდანტის საათის ხანგრძლივობა – 20:00 საათიდან 6:00 საათამდე.

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს რეგიონის ვასილიევსკისა და პოლოგოვსკის ოლქის 5 დასახლებიდან 121 ბავშვის ევაკუაცია მოხდება. აღინიშნებოდა, რომ ხელისუფლება იძულებულია, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები ბავშვების მშობლების დაუდევრობის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები