რატომ ვერ ხვდებიან ციხეში ერთმანეთს მერაბიშვილ-უგულავა და რა დააშავა ვანო მერაბიშვილმა – მინისტრის განმარტება

სასჯელაღსრულების მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროებში ინტერნეტით არ სარგებლობენ. ამის შესახებ მღებრიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ისინი ჩვეულებრივ პირობებში არიან. არ სარგებლობენ ინტერნეტით და ნურავის ეგონება, რომ თავად ტვირთავენ “ფეისბუქზე” განცხადებებს. დაწესებულების დირექტორი ინდივიდუალურად წყვეტს, მისცეს თუ არა პირს კომპიუტერით და ტელევიზორით სარგებლობის უფლება. ეს არის წახალისების ფორმა. პატიმარმა ეს უნდა დაიმსახუროს”, – აცხადებს მღებრიშვილი.
მინისტრის განმარტებითვე, ეს გარკვეულ ეტაპზე ვანო მერაბიშვილმაც დაიმსახურა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაწესებულებაში ინციდენტი მოხდა, მას ტელევიზორით და კომპიუტერით სარგებლობის უფლება ჩამოერთვა.
“ვანო მერაბიშვილმა გარკვეულ ეტაპზე ეს დაიმსახურა, მაგრამ მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც მერაბიშვილმა ხელი ჰკრა ციხის დირექტორის მოადგილეს. ამის გამო მას ჩამოერთვა ტელევიზორით და კომპიუტერით სარგებლობის უფლება. ეს გადაწყვეტილება მისმა ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა და მოსამართლემ საქმის განხილვამდე დართო მას კომპიუტერით სარგებლობის ნება. ვინც უნდა იყოს, ჩემი თანამშრომლის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ”, – აღნიშნავს მინისტრი საგაზეთო ინტერვიუში.
გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, ე.წ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილს, ბაჩო ახალიას და გიგი უგულავას ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება არ გააჩნიათ, რადგან გასეირნების დრო სხვადასხვა აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები