“აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა დაგეგმილი არ არის” – პესკოვი
აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ფედერაციისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა RTVI-ს განუცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
11-12 სექტემბერს ვლადიმერ პუტინი ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
უცხოური და დღეს უკვე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ფორუმის ფარგლებში ვლადიმერ პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრაა მოსალოდნელი, რომელზეც ფხენიანის მიერ მოსკოვისთვის იარაღის გადაცემის შესახებ იქნებოდა საუბარი.