“ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები” – ნინო წილოსანი

“ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, პოლონეთის გადაწყვეტილება ქართველი რადიკალების მოთხოვნას პასუხობს, რომ “დეზინფორმაციის და იმ მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს, რაც არასახელმწიფოებრივია”.

“პოლონეთის პოზიცია, რომ საქართველოში ქართულენოვანი განყოფილება დაამატონ, საკუთარი ხალხის წინაშე ახსნას ვერ ჰპოვებს.

სამწუხაროდ, პოლონეთის გადაწყვეტილება ქართველი რადიკალების მოთხოვნას პასუხობს, რომ დეზინფორმაციის და იმ მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს, რაც არასახელმწიფოებრივია“, – თქვა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები