თენგიზ შარმანაშვილი: მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება ძალიან არ ესიამოვნა ოპოზიციას, რადგან მათ კარგად იციან რა წონის ფიგურაა
“მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში მობრუნება ძალიან არ ესიამოვნა ოპოზიციას, რადგან მათ ძალიან კარგად იციან რა წონის ფიგურაა,” – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
„ეს არის პოლიტიკური სასოწარკვეთილება,ოპოზიციას არ მოეწონა ასეთი ფიგურის პოლიტიკაში უკან მობრუნება, რადგან მათ ძალიან კარგად იციან რა წონის ფიგურაა, რისი გაკეთება და ორგანიზება შეუძლია, როგორი ანალიზი შეუძლია და საქართველოს საკეთილდღეოდ უკან რომ არაფერზე დაიხევს ესეც იციან“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.