სტოკჰოლმში ხელოვნური ინტელექტით მართული კაფე გაიხსნა

სტოკჰოლმში ექსპერიმენტული კაფე გაიხსნა, რომლის მართვის პროცესებში ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობს. პროექტი, სახელწოდებით Andon Café, ერთ-ერთ პირველ მცდელობად განიხილება, სადაც AI ტექნოლოგია რეალურ საკვებ-სერვის ბიზნესში გამოიყენება.

ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იტყობინება.

კაფეს მართვის სისტემა ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნება, რომელსაც Google-ის ტექნოლოგიები აძლიერებს. სისტემა პასუხისმგებელია მენიუს ფორმირებაზე, ფასების განსაზღვრაზე, მარაგების მართვასა და ოპერაციული პროცესების დაგეგმვაზე.

ალგორითმი, სახელწოდებით Mona, დამოუკიდებლად ამუშავებს ნებართვებს, ურთიერთქმედებს მომწოდებლებთან და კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს. მიუხედავად AI-ის აქტიური გამოყენებისა, კაფეში ადამიანებიც მუშაობენ და სტუმრებს ემსახურებიან, რაც პროექტს ჰიბრიდულ მოდელად აქცევს.

კაფე დაახლოებით ერთი კვირაა ღიაა და დღეში 80-მდე მომხმარებელს მასპინძლობს.

პროექტის მიზანია იმის შესწავლა, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს მცირე ბიზნესის მართვა რეალურ გარემოში და რა გამოწვევებს ქმნის მისი პრაქტიკაში დანერგვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები