“მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და წარმატება ვუსურვო”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა უფროსმა, გეკა გელაძემ უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
გეკა გელაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს ეს რადიკალურად განსხვავებული ინსტიტუციაა, ბევრად უფრო გაძლიერებული დამხვდა და მადლობა თქვენ, თქვენს გუნდს, თანამშრომლებს იმ სწორი, სისტემური მიდგომებისა და ნაბიჯებისთვის, რომლებიც ამ ინსტიტუციის ფუნქციის გაძლიერებისთვის გადაიდგა. რა თქმა უნდა, ამ რეფორმის აღსრულების პროცესის ძალიან დიდი მხარდამჭერი ვიქნები და კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ინსტიტუცია”, – აღნიშნა გელაძემ.