“რადიკალების წარუმატებლობის პროცესი გრძელდება, ამიტომ, უფრო მეტი დაპირისპირება წინაა” – ნინო წილოსანი
„რადიკალები სრულიად განულებულ ძალას წარმოადგენენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს.
როგორც წილოსანი ამბობს, ოპოზიცია, ქართველი ხალხის ნაცვლად, გარე ძალებს ხვდება.
“შეხვედრების ნაცვლად, სადღაც ოთახებში იკეტებიან და იქ აწყობენ დახურულ შეხვედრებს, რომელსაც ღიას უწოდებენ, მაგრამ რეალურად არანაირი ღიაობა არ არის. თავისივე ბელადის მომხრეები არ შეუშვეს – ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს სკანდირებდნენ. მათ შორის დაპირისპირება აშკარაა და კიდევ უფრო გამძაფრდება. რადიკალების წარუმატებლობის პროცესი გრძელდება, ამიტომ, უფრო მეტი დაპირისპირება წინაა. ამომრჩეველი ჰიტლერსაც ჰყავდა, ეს არაფერს ნიშნავს. ანტიკონსტიტუციურ „ნაცმოძრაობას“ რომ ამომრჩეველი ჰყავს, ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ეს ვერ იქნება განმაპირობებელი, რომ მათ ანტიკონსტიტუციურობაზე სარჩელი არ შევიტანოთ და დაკმაყოფილების იმედი არ გვქონდეს“, – ამბობს წილოსანი.