პრემიერმინისტრის დავალებით, ლერი ბარნაბიშვილი სტიქიის ზონაში გაემგზავრა

2017

უხვი ნალექის შედეგად, გურიის რეგიონში ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი და დაზიანებულია სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

პრემიერმინისტრის დავალებით, სტიქიის ზონაში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი -,ლერი ბარნაბიშვილი, რომელიც მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან.

საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური, მოქალაქეების დასახმარებლად ამოქმედებულია ცხელი ხაზი. დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან მხარის რწმუნებული გიორგი ურუშაძე და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები.

ამ დროისთვის, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, ორი დაკარგული პირის მიმართ კი გრძელდება საძიებო სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები