“მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელ ოთახში” – სოფელ ქობულეთში მეწყერმა 3 ოჯახი დააზარალა

ძლიერი წვიმის შედეგად, პრობლემები შეიქმნა სოფელ ქობულეთში. გვიან ღამით ჩამოწოლილმა მეწყერმა ჯაფარიძეების საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

ოჯახის მეპატრონეს თქმით, დაახლოებით ღამის 2 საათზე უცნაური ხმა მოესმა, რა დროსაც საძინებელ ოთახში ფერდიდან ჩამოწოლილი მიწის მასა შენიშნა.

“მაშინვე დავუძახე ჩემს შვილს, გავაღვიძე და გავედით გარეთ. დავრეკეთ 112-ში. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელ ოთახში,” – აღნიშნა მინდია ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, გვიან ღამით ადგილზე მოვიდნენ შესაბამისი სამსახურები და მოხდა დაზარალებული ოჯახის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.

მეწყრის შედეგად, დაზარალდა კიდევ 2 ოჯახი, სოფელ ლეღვასა და სოფელ ზენითში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები