“მდინარე სუფსა ადიდდა, დატბორილია ძალიან ბევრი სახლის პირველი სართული” – სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი

სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის, ია მოქიას ინფორმაციით, სუფსაში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებია დატბორილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ ღამის შემდეგ ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანდა სუფსის ადმინისტრაციული ერთეული. მდინარე სუფსა ადიდდა და დატბორილია ძალიან ბევრი სახლის პირველი სართულები. მაქსიმალურად ვებრძვით ისე, რაც ხელისუფლების ზომებში შეიძლება, შედიოდეს. სამაშველო ბრიგადები მუშაობენ, დაზიანებულია ასევე მიმდებარე სოფლები. პირადად ჩემთან, დატბორვასთან დაკავშირებით, 100-მდე ზარია შემოსული. ყველაზე მძიმე სიტუაცია არის უნაგირის ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებია დატბორილი. სუფსაში მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ია მოქიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები