გორის მერია – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება 112 დასახლებულ პუნქტში დაიგეგმა”

2023 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება 112 დასახლებულ პუნქტში დაიგეგმა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მიმდინარეობს.
„პროგრამის ფარგლებში, თითოეულ სოფელში 10 ათასიდან, 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.
განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. გარეგანათების მოწყობა – 19 სოფელი; ოლოზი, თხილნარა, არაშენდა, საქაშეთი, ახალშენი, კარალეთი, დიდი გარეჯვარი, პატარა გარეჯვარი, ქერე, კვარხეთი, ზემო ხვითი, მეღვრეკისი, ტყვიავი, ველები, უფლისციხე, ფხვენისი, ძევერა, სათემო, ქიწნისი; გზების კეთილმოწყობა – 20 სოფელი; დიდი ატენი, ფუხაანთუბანი, ჭეჭელანთუბანი, ჯებირი, ახალუბანი, ბერბუკი, ქვემო ბოშური, ბერშუეთი, ქვემო ახალსოფელი, მერეთი, ზარდიაანთკარი, კარბი, მეჯუდისპირი, ზემო ნიქოზი, ფლავისმანი, ნაწრეტი, წითელუბანი, შინდისი, ქვემო ხვითი, ღვარები;
შენობების კეთილმოწყობა – 3 სოფელი; არბო, დიდი მეჯვრისხევი, ბროწლეთი;
სანიაღვრეების მოწყობა/რეაბილიტაცია – 8 სოფელი; ჯარიაშენი, ზემო რეხა, თორტიზა, სკრა, კოშკები, პატარა გორიჯვარი, ქვემო რიეთი, ტირძნისი;
სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა – 7 სოფელი; პატარა ატენი, დეგეული, წედისი, გუგუტიაანთკარი, კოშკა, ქვემო ნიქოზი, ფლავი;
სასაფლაოების შემოღობვა – 10 სოფელი; ოლოზი, ქვემო არცევი, ხელთუბანი, ზემო ბოშური, იფნარა, ორმოცი, ქორდი, ზეღდულეთი, თერგვისი, მარანა;
სასმელი წყლის სისტემების მოწყობა – 15 სოფელი; ბნავისი, გარდატენი, ზემო ქსოვრისი, სვენეთი, ბობნევი, ლევიტანა, ტუსრევი, ყველაანთუბანი, კირბალი, მღებრიანი, ტამი, საყავრე, ფიცესი, წიტელწყარო, ოთარშენი;
სკვერების კეთილმოწყობა – 19 სოფელი; აძვი, მუმლაანთკარი, ქვეში, ციცაგიაანთკარი, დიცი, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, ზემო სობისი, ქვემო სობისი, სათბურის დასახლება, ზერტი, ფაბრიკის დასახლება, ბეთლემი, დიდი გორიჯვარი, ტინისხიდი, თედოწმინდა, ერგნეთი, შერთული, ხიდისთავი;
საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა – 1 სოფელი; ახრისი;
სპორტული სივრცეების კეთილმოწყობა – 7 სოფელი; ახალდაბა, ქვახვრელი, ქვემო შავშვები, ნადარბაზევი, პატარა ხურვალეთი, შავშვები, ყელქცეული;
ხიდების, ხიდბოგირების, გადასასვლელების მოწყობა/რეაბილიტაცია – 3 სოფელი; ახალდაბა, ქვახვრელი, ქვემო შავშვები, ნადარბაზევი, პატარა ხურვალეთი, შავშვები, ყელქცეული;
პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები