“ჩვენს ხალხს დავუდგებით გვერდით, დაითვლება ზარალი და ზიანი ანაზღაურდება” – ქობულეთის მერი

„იყო ძლიერი წვიმა, შესაბამისად, რამდენიმე ლოკაციაზე გამოიწვია მეწყერი, სადაც ამ დროისთვის გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს“, – ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ზოიძემ განაცხადა.

„ასევე, გადმოვიდა მდინარე აჭყვა და დაიტბორა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. რა თქმა უნდა, დაითვლება ზარალი, ჩვენს ხალხს დავუდგებით გვერდით და ზიანი იქნება ანაზღაურებული“, – განაცხადა ზოიძემ.

ქობულეთში ამ დროისთვის უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები