არჩილ თალაკვაძე: ვიცით ლომჯარიას კრიტიკული დამოკიდებულება – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, უკვე არის პოლიტიკის მონაწილე
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, უკვე არის პოლიტიკის მონაწილე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ ახალი სამოქალაქო პლატფორმის დაფუძნებას.
„ვიცით მისი კრიტიკული დამოკიდებულება, ვიცით მისი პოლიტიკური განცხადებები, რასაც აკეთებდა არაერთ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ალბათ მას უნდა ჰკითხოთ, აქვს თუ არა პოლიტიკური გეგმები. ჩვენთვის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ოპონირებს ხელისუფლებასთან, თუ ოპონირებს ოპოზიციასთან, უკვე არის პოლიტიკის მონაწილე. პარტიას შექმნის მომავალში თუ რომელიმე პარტიაში გაერთიანდება, ეს არ ვიცი“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა.