„საქართველოს ევროპული ორბიტა“ – ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო პლატფორმა დააფუძნა
საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პლატფორმის მიზანია ქვეყნის ევროინტეგრაციის მოსურნე ადამიანებს სამოქალაქო აქტივიზმის შესაძლებლობა მისცეს.
„ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ პლატფორმის საშუალებით, იმ პროდუქტით რასაც ჩვენ შევქმნით, მოვახდინოთ ზეგავლენა საჯარო პოლიტიკურ დისკურსზე. ჩვენ არ ვგეგმავთ რომ ეს პლატფორმა ან ორგანიზაცია გახდეს პოლიტიკური მოძრაობა“, – განაცხადა ლომჯარიამ „იმედთან“ ინტერვიუში.