მამუკა მდინარაძე: ნინო ლომჯარია იმ ხის ტოტია, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის
ნინო ლომჯარია იმ ხის ტოტია, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლომჯარია ის ადამიანია, ირიბი თუ პირდაპირი მოწოდებებით ომისკენ რომ მოუწოდებდა ამ ქვეყანას.
„ნინო ლომჯარია არის ადამიანი, რომელიც ხალხის აღშფოთებისთვის გამოდიოდა, ბომბების წვიმა მირჩევნიაო თუ რაღაც საოცრებებს ლაპარაკობდა. მერე აქეთ გვამუნათებდა, საიდან მოიტანეთ ეს ბომბები და ომიო. ეს ადამიანი არის ზუსტად ის, ირიბი თუ პირდაპირი მოწოდებებით ომისკენ რომ მოუწოდებდა ამ ქვეყანას. ნინო ლომჯარია ერთ-ერთი აქტიური იყო ამ დამაზიანებელ მესიჯებში. იმ ხის ტოტია, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვის. ფინანსურ რესურსებს რაც შეეხება, ამ ხეს ერთი საერთო საზრდო აქვს, რომელიც ნაძარცვი ფულით დაფინანსებაა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა.