Mercedes-მა უკრაინას 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა მიაწოდა
გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz Special Trucks-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს 100-ზე მეტი სატვირთო მანქანა – Zetros მიაწოდა.
ამის შესახებ მწარმოებლის ვებგვერდი იტყობინება.
კომპანიის პრესრელიზში ნათქვამია, რომ უკრაინის არმიას 476 ცხენის ძალის სატვირთო მანქანები სამხედრო მხარდაჭერისა და ლოგისტიკური ამოცანებისთვის ესაჭიროება.
კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ Mercedes-Benz Special Trucks უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ მანქანებთან დაკავშირებული მომსახურების ფართო სპექტრს უწევს.
განმარტავენ, რომ Zetros მიღებამდე უკრაინელმა მძღოლებმა სასწავლო კურსები გაიარეს და მისიებში ახალი მანქანებით გადიოდნენ.