ომის დაწყებიდან პირველად – სომხეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა
სომხეთმა უკრაინას, ომის დაწყებიდან პირველად, ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა.
ამის შესახებ რადიო Azatutyun წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დახმარებასა და რა რაოდენობაზეა საუბარი.
მაუწყებლის თანამოსაუბრეების თქმით, ჰუმანიტარული დახმარების შესახებ ერევანი უახლოეს მომავალში ოფიციალურად გამოაცხადებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის მთავრობაში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ადრე, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში.