სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე” და ,,სადახლო-საავტომობილო,” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები