დავით ქართველიშვილი – ჯორჯ ბუშის განცხადებაზე: ამერიკული პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახური კლავს და არა კურნავს – ეს არის ყველაზე აშკარა და ამაზრზენი საფრთხე, რომელიც ეხება ამერიკელი პატიმრების დიდ უმრავლესობას

„ჯორჯ ბუშს წააკითხეთ – გამოქვეყნდა აშშ-ის პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის ამსახველი 2022 წლის ანგარიში. „რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ხელმძღვანელმა მირა ტერადამ, ამერიკელ უფლებადამცველ პოლ რაიტთან ერთად გამოიძია აშშ-ს პენიტენციური სისტემის პრაქტიკაში არსებული შოკის მომგვრელი ფაქტები: არაადამიანური მოპყრობა, ამაზრზენი წამება, მკვლელობა და მტკიცებულებების იძულებითი მეთოდებით გამოძალვა უდანაშაულო ადამიანებისგან”, – წერს „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არაადამიანური მოპყრობის სიმბოლოა – გუანტანამოს სამხედრო ციხე, სადაც ჯოჯოხეთურ პირობებში კვლავინდებურად იხდის სასჯელს 39 პატიმარი. ჯორჯ ბუში კი მოგვითხრობს, თუ როგორ „იტანჯება” და ითხოვს „შველას” რეალურად კომფორტულ პირობებში და მსოფლიოში ერთ-ერთ სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში მყოფი სააკაშვილი.

„ჯორჯ ბუშს წააკითხეთ – გამოქვეყნდა აშშ-ს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობის ამსახველი 2022 წლის ანგარიში. „რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ხელმძღვანელმა მირა ტერადამ, ამერიკელ უფლებადამცველ პოლ რაიტთან ერთად გამოიძია აშშ-ს პენიტენციური სისტემის პრაქტიკაში არსებული შოკისმომგვრელი ფაქტები: არაადამიანური მოპყრობა, ამაზრზენი წამება, მკვლელობა და მტკიცებულებების იძულებითი მეთოდებით გამოძალვა უდანაშაულო ადამიანებისგან. პოლ რატის ორგანიზაცია მუშაობს შეერთებული შტატების მასშტაბით, ფედერალურ და კერძო ციხეებში სასჯელმისჯილი პატიმრების უფლებების დაცვაზე. პოლ რაიტი ამ სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი უფლებადამცველია, რომელიც საფუძვლიანად არის გათვითცნობიერებული ამერიკული ციხეების სისტემის ფუნქციონირებაში და ათწლეულების განმავლობაში მუშაობს ამ სფეროში. მისი ორგანიზაცია ყოველთვიურად აქვეყნებს პერიოდულ ჟურნალს Prison Legal News, 150 000-ზე მეტი ადამიანის ყოველთვიური აუდიტორიით, რომლის ბეჭდური ვერსია შეგიძლიათ ნახოთ შეერთებული შტატების თითქმის ყველა ციხეში. შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 5%, მაგრამ ამერიკული ციხეები იტევს მსოფლიოს პატიმრების მთლიანი ოდენობის 25%-ს: შეერთებულ შტატებში 70 ზრდასრული ადამიანიდან – 1 ციხეშია. ამას თუ დავამატებთ ვადამდე პირობითად გათავისუფლებულთა რაოდენობას, რაც სახელმწიფო კონტროლის კიდევ ერთ ფორმას წარმოადგენს, ეს რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, შესაბამისად ყოველ 30 ზრდასრულ ადამიანზე ჩვენ 1 მსჯავრდებულს მივიღებთ. რაც შეეხება პირობებს, რომლებშიც პატიმრები იმყოფებიან შეერთებულ შტატებში, როგორც წესი, ეს შეფასება მერყეობს „საშინელიდან” – „ბარბაროსულამდე”, ხოლო სამედიცინო დახმარების დონე – შემზარავია. ამერიკელი უფლებადამცველების აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა იმაშია, რომ ამერიკული საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც თუნდაც საახლობლოს დონეზე, შეხება არ ჰქონია ციხესთან – პრაქტიკულად არაფერი არ იცის იქ არსებული პირობების შესახებ და შესაბამისად, არანაირ ცვლილებებს არ ითხოვს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პატიმართა რაოდენობა და მათი განთავსების პენიტენციური სისტემა, შეერთებულ შტატებში ბოლო 40 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა – რიგ შემთხვევაში 500%-ით.
კატასტროფას წარმოადგენს ციხეების მოსამსახურე პერსონალის დაუსჯელობის დონე, რომლებიც სრული სამართლებრივი განუკითხაობის პირობებში მოქმედებენ პატიმრებთან მიმართებით და არაადამიანური მოპყრობის ყველა ფორმას მიმართავენ. ამ დარღვევების ჩამდენი ადამიანების სრული დაუსჯელობა, ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მახასიათებელს, რომელიც განასხვავებს შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან. როდესაც ლოგიკურად გეჩვენება, რომ პატიმრის მკვლელობის ჩამდენი სასჯელაღსრულების ოფიცერმა როგორც მინიმუმ, სამსახური მაინც უნდა დაკარგოს – შეერთებულ შტატებში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს ასე არ ხდება.
რაც უფრო მაღალია ადამიანის თანამდებობა, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მას რაიმე ფორმით პასუხისმგებლობა დაეკისროს. კიდევ ერთი გარემოება, რომელიც შეერთებულ შტატებს ასხვავებს დანარჩენი მსოფლიოსგან, არის პატიმრობის ვადა. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში არსებობს გარკვეული ზედა ზღვარი პატიმრების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით – მაგალითად 15 ან 20 წელი. აშშ-ს პენიტენციურ სისტემაში დღეს 200 000-ზე მეტ პატიმარს მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა – რომლებიც ციხეს ცოცხლები ვერასოდეს დატოვებენ. ცალკე უბედურებაა – კვალიფიციური სამედიცინო დახმარების დონე. ციხის „მობინადრეთა” ძალიან დიდ პროცენტს შეადგენენ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები და ხშირად მათ არ უტარდებათ არანაირი სამედიცინო დახმარება. საუბარია ფსიქიკური დაავადების ისეთ სერიოზულ ფორმებზე, როგორიცაა ბიპოლარული აშლილობა, პარანოია, შიზოფრენია და მსგავსი რამ. ზოგიერთ შემთხვევაში, სამედიცინო დახმარების არა თუ დროული, არამედ – ზოგადად, არ აღმოჩენა შეიძლება ჩაითვალოს ცალკეული პატიმრების წამების გარკვეულ აპრობირებულ ფორმად, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არის გამოწვეული პატიმრის მიმართ ტოტალური გულგრილობით, ვინაიდან მას არ მიიჩნევენ სრულყოფილ ადამიანად. პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს არ აინტერესებთ პატიმრები იცოცხლებენ თუ მოკვდებიან. ყველაზე გავრცელებული დაავადებები, რის გამო ამერიკელი პატიმრები იღუპებიან: ჰიპერტენზია და დიაბეტია. გარდა ამისა, ამერიკელი პატიმრები დიდი რაოდენობით იღუპებიან არა რომელიმე „ეგზოტიკური”, იშვიათი თუ უკურნებელი სენით, არამედ ისეთი “ბანალური” შემთხვევებისაგან, რომელთა მკურნალობაც ციხის გარეთ მარტივად და სწრაფად შეიძლება. ის რომ ამერიკული პენიტენციური სისტემის სამედიცინო სამსახური კლავს და არა კურნავს – არის ყველაზე აშკარა და ამაზრზენი საფრთხე, რომელიც ეხება ამერიკელი პატიმრების დიდ უმრავლესობას. ასევე დიდი პრობლემაა ამერიკულ ციხეებში – თვითმკვლელობის დონე, რაც გამოწვეულია უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზოგადი განცდით, რომელიც სუფევს ამერიკულ ციხეებში, განსაკუთრებით იქ, სადაც დიდია იმ პატიმართა პროცენტი, რომლებიც არასოდეს გათავისუფლდებიან და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ციხეში მოკვდებიან, ან სიბერისგან, ან ავადმყოფობისგან, ან ძალადობისგან. გარდა ამისა, გამოცემა Assosiated press-ის თანახმად, აშშ-ს ციხეების ფედერალური ბიურო რჩება ქვეყანაში მექრთამეობის, კორუფციისა და საკანონმდებლო გადაცდომების ლიდერ-ორგანიზაციად. აშშ-ის “განაჩენების გადახედვის ეროვნული რეესტრის” 2022 წლის 11 იანვრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1989 წლიდან შეცდომით განაჩენი გამოუტანეს 2933 ადამიანს, რომელთა უკანონო სასჯელის საერთო ოდენობამ შეადგინა – 25600 წელიწადი.
ამასთან ერთად – აშშ-ის 14 შტატში დღემდე არ არსებობს მსგავს შემთხვევებში საკომპენსაციო ანაზღაურების სამართლებრივი ბაზა. არაადამიანური მოპყრობის სიმბოლოა – გუანტანამოს სამხედრო ციხე, სადაც მისი დახურვის არაერთი წინასაარჩევნო პირობის მიუხედავად, ჯოჯოხეთურ პირობებში კვლავინდებურად იხდის სასჯელს 39 პატიმარი და ასევე სიკვდილით დასჯის ჯერ კიდევ მოქმედი პრაქტიკა – რაც ცალკე საუბრისა და განხილვის თემაა. ამასობაში კი, საკუთარ თვალში დირეს ვერშემჩნეველი, ხოლო ჩვენს თვალში – ბეწვის აღმომჩენი, დღეს უკვე ჯორჯ ბუში მოგვითხრობს, თუ როგორ „იტანჯება” და ითხოვს „შველას” რეალურად კომფორტულ პირობებში და მსოფლიოში ერთ-ერთ სანიმუშო პენიტენციურ სისტემაში მყოფი სააკაშვილი”, – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები