თურქეთის ქალაქ დენიზლიში 16 საათის ინტერვალით ორ საგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა, 95 დაშავდა.
ამის შესახებ გაზეთი Hürriyet-ი წერს.
აღნიშნულია, რომ პირველი ავარიის დროს შვიდი ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა.
მეორე შემთხვევის დროს მსუბუქი ავტომობილი ჯერ ავტობუსს შეეჯახა, შემდეგ შემხვედრ ზოლში გადავიდა და მიკროავტობუსს შეეჯახა.
მომხდარის შედეგად, ერთი ოჯახიდან ოთხი ადამიანი დაიღუპა, 53 დაშავდა.