სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა

რუსეთის სანქტ-პეტერბურგში შაბათს, 2 სექტემბერს, ხანძარი გაჩნდა სამაცივრე ობიექტში. ხანძარმა 1400 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შავი კვამლის უზარმაზარი სვეტი ჩანს ქალაქის სხვადასხვა კუთხეში.

ხანძარს სირთულის მეორე რანგი მიენიჭა. შემთხვევის ადგილზე სპეციალიზებული სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები