ტაიფუნი „საოლას“ გამო, ჩინეთში 780 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

სამხრეთ ჩინეთში, გუანდონგის პროვინციაში, ძლიერი ტაიფუნის „საოლას“ მოახლოების გამო, სახიფათო ტერიტორიებიდან 780 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო Xinhua ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ტაიფუნი „საოლა“ – მეცხრეა მიმდინარე წელს. ის დღეს, 2 სექტემბერს თავს დაატყდა ქალაქ ჩჟუჰაის, რომლის მოსახლეობაც 2 ,5 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამ დროისთვის ქარის მაქსიმალური სიჩქარე 42-დან 46 მეტრს წამშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები